„პირველი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა“ - დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილ ბიჭზე

ბიჭი

ზუგდიდში, სოფელ კოკში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი, 18 წლის ალექსი ბუაძე აბიტურიენტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.

ცნობილია, რომ ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ, რა დროსაც შუქი ჩაქრა. ალექსი განათების ბოძზე ავიდა, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, მას დენმა დაარტყა და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო.

შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა.