სამწუხარო ამბავი - ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ьупкудш

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა.  30 წლის მაქსი გაბელია წალენჯიხის მკვიდრი იყო.

"ძლივს მოვძებნე ეს სურათი. აი, ასეთი წავიდა ჩვენი მაქსი ამერიკაში, ჰოლივუდის მსახიობივით ლამაზი და წარმოსადეგი... უკეთესი ცხოვრების იმედით და ახლა მთელი ქვეყანა შევყარეთ, რომ უკან დავიბრუნოთ და მშობლიური წალენჯიხის მიწას მივაბაროთ",- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, მაქსი გაბელია, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობდა, ავარიაში მოჰყვა.
ასევე არის ვერსია, რომ მას საჭესთან ჩაეძინა.

ახალგაზრდა მამაკაცი შეერთებულ შტატებში სამუშაოდ დაახლოებით, 5 წლის წინ წავიდა.