„უცებ გაისმა განწირული ემიგრანტი დედის ბღავილი, მიშველეთ!“ - საფრანგეთში 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ემიგრანტი

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი, 23 წლის გიორგი მანჯგალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე“ ავრცელებს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი საფრანგეთში (lille france ლილი) 23 გიორგი მანჯგალაძე.

დილით როცა სამუშაოდ წავიდა ცოცხალი და ჯანმრთელი დატოვა შვილი, ჩვეულებისამებრ თვალები და შუბლი დაუკოცნა და გულში მაგრად ჩაიკრა.... საღამომდე დედი შვილო გიო, ჩემო ანგელოზო, აბა შენ იცი მე მალე დავბრუნდები.... მიყვარხარ დედაა....

სამსახურიდან დაბრუნებულ დედას საღამოს შვილი უგონო მდგომარეობაში დახვდა ჯერ კიდევ თბილი იყო მისი სხეული ფანჯარასთან წაქცეული... აღარც პულსი ესინჯებოდა და აღარც გულის ცემა ისმოდა გიორგისი.... უცებ გაისმა განწირული ემიგრანტი დედის ბღავილი მიშველეთ! გიო შვილო თვალები გაახილე დედაა...!!! გულის მასაჟები ხელოვნური სუნთქვაც მაგრამ... შემდეგ რაც მოხდა ამის წარმოდგენაც არ მინდა რა დღეში ჩავარდებოდა ქალბატონი შორენა..... ხელებში ჩააკვდა 23 წლის ვაჟკაცი....

1 თვეში საქართველოში სვანეთში ჩადიოდნენ 20 წლიანი ემიგრაციიდან მაგრამ არ დასცალდათ...

გიო იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს,შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, კვლავაც 23 წლის იქნები...

ყველგან გვესმის შენი ფეხის ხმა და შენი ჩურჩული და ჩვენი თვალებიც ვერ გადაეჩვია შენს ლოდინს. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე.ვილოცებთ შენი ლამაზი სულისთვის ღმერთმა ნათელში გამყოფოს გიო...

რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები შენი სურათის მოფერების გარდა არაფერი შეგვიძლია. თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, წახვედი და დაგვიტოვე უსასრულო სევდა.. უშენობა კი მხოლოდ ცრემლებს ბადებს და უზომოდ გვაკლიხარ გვენატრები.

შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ... შენ, შენ რატომ არ შეგებრალა ემიგრანტი დედა და ოჯახი...

ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია... თხოვნა იგივე... ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ... დრო ნელია, ალბათ, არც მიდის...

ცრემლები? - ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი... "

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას შორენა ღვინიაშვილს ემიგრანტი შვილის 23 წლის გიორგი მანჯგალაძის გარდაცვალების გამო. ვუთანაგრძნობთ ოჯახს ნათესავებს მეგობრებსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ზეცაში ხარ ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს... იცოხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: დედა მოგიკვდეს შვილო",- წერს შოთო სიხარულიძე.