გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
კუნძულ ბალიზე ორი ტურისტი ტრაგიკულად დაიღუპა. მათ პოპულარულ ნაკრძალში - "მაიმუნების ტყეში" სეირნობის დროს ხე დაეცათ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ტურისტი, თუმცა დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება დაღუპულებს, ერთი 32 წლის საფრანგეთის მოქალაქე, ხოლო მეორე 42 წლის სამხრეთ კორეის მოქალაქეა.
მედიის ცნობით, ხის წაქცევა ძლიერმა ქარმა და ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია. გავრცელდა შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ გამორბიან ტურისტები შემთხვევის ადგილიდან.