ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა

ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტიდან სტუდენტების და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იქ მყოფმა ადამიანებმა შენობის დაცლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დე ფაქტო „კაგებემ“ ანონიმური წყაროსგან მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის დანაღმვის შესახებ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.

უნივერსიტეტის გვერდით მდებარე სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და პერსონალიც ტოვებენ შენობას. ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.