ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
მხატვრის, ზაალ სულაკაურის განცხადებით ერთ-ერთი გამოფენიდან ბავშვების ნახატები მოიპარეს.
მისი თქმით, ბავშვები გამოფენისთვის თითქმის ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
„მოგესალმებით. უკვე ბევრისთვის არის ცნობილი ჩვენს გამოფენაზე მომხდარი ცუდი ფაქტის შესახებ და გვინდა დეტალურად დავწეროთ მათთვის ვინც არ იცის და შესაძლოა ჩვენი დახმარებაც კი შეძლონ...
ჩვენი სახელოსნოები მონაწილეობას იღებდნენ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. ფაქტობრივად ორი თვე იმუშავეს ბავშვებმა ღვინის ეტიკეტებზე და ულამაზესი გამოფენა მოვაწყეთ. მაგრამ მოხდა ჩვენთვის გამაოგნებელი ფაქტი. სამწუხაროდ ადამიანებმა ჩათვალეს რომ ამ ნამუშევრების დაუკითხავად აღება და წაღება შეეძლოთ. მოიპარეს... ბავშვების ბევრი ნამუშევარი მოიპარეს გამოფენიდან.
წაღებულია რამდენიმე მერხი. და ძერწვის ბავშვების ნამუშევრები.
გთხოვთ თუ ვინმე კითხულობთ ამას... დაცული იქნება ყოველგვარი კონფიდენციალურობა. მერხებს არ დავეძებთ. ბავშვების ნამუშევრები დაგვიბრუნეთ რა. მოვალთ ნებისმიერ ადგილზე. ან დაგვიდეთ სახელოსნოსთან. დაგვირეკეთ.
593 787830 დაბრუნების ნებისმიერი ფორმა მისაღები იქნება ჩვენთვის.. ნუ ვატკენთ ბავშვებს გულს რა. მათი შემოქმედების მოპარვა დაუშვებელია. სირცხვილია. გთხოვთ დაგვიბრუნეთ ნებისმიერი ფორმით“, - წერს ზაალ სულაკაური სოციალურ ქსელში.