ბრიტანელმა მხატვარმა ახალი პროექტის ფარგლებში თავისი ნახატების დაწვა დაიწყო

მხატვარი

ლონდონში, გალერეაში Newport Street Gallery ბრიტანელი მხატვრის, დემიენ ჰირსთის გამოფენა „ვალუტა“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ის ათასობით თავის ნამუშევარს წვავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ექსპოზიცია ჰირსთის NFT პროექტის ნაწილია, რომელიც მან ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ამისთვის მან 10 ათასი ნახატი შექმნა, შემდეგ კი მყიდველებს, რომლებმაც NFT შეიძინეს, არჩევანი მისცა - ნამუშევრის ფიზიკურ ასლზე გადაცვლა ან ელექტრონული ვერსიის შენარჩუნება. იმ ნახატებს, რომელთა მფლობელებმაც NFT-ს შენარჩუნება გადაწყვიტეს, ჰირსთი წვავს.

როგორც CNN-ი წერს, NFT ფიზიკურ ასლზე 5 149 მყიდველმა გადაცვალა, 4851-მა კი NFT-ს შენარჩუნება არჩია.