1732386875
„მთელი კორპუსი ზანზარებდა...“ - რა ჰყვებიან ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ აფეთქებაზე
მორიგი სავარაუდო ფემიციდის მცდელობა ახალქალაქში - ძლიერი აფეთქების ხმა ე.წ. სამხედრო დასახლებაში გვიან ღამით გაისმა. მიზეზი წინასწარ განზრახული მკვლელობა იყო.
სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადრესატს, სახლის კართან, საჩუქრებთან ერთად დაუდეს. ქალმა საჩუქარი სახლში შეიტანა და გახსნის შემდეგ მიხვდა, რომ იქ ასაფეთქებელი იდო. ამიტომ, ოთახიდან გაიქცა. ქალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მცირედი დაზიანებები მაინც მიიღო.
„ღამის 11 საათი იქნებოდა, მთელი კორპუსი ზანზარებდა. ინგა სახლში იყო, მან რაღაც შენიშნა, რომ იდო და შემდეგ მოისროლა. აფეთქების შედეგად მცირე დაზიანება მიიღო, ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. პოლიციამ ის გამოკითხვაზე წაიყვანა...“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აფეთქებამ ოთახის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩამსხვრეულია მინები და მთლიანად დაზიანებულია შიდა პერიმეტრი. საქმე მომხდარიდან მალევე გაიხსნა. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.