"17 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად, მაგრამ..." - ლიზა დარასელია პოპულარულ ოჯახზე და კარიერაზე

ლიზა დარასელია

ლიზი დარასელია მაყურებელმა "რუსთავი 2"-ის მეგა-პროექტიდან "გვაჩვენე შენი ხმიდან" გაიცნო. 21 წლის მშვენიერი გოგონა, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას შვილიშვილია და ცდილობს ბაბუის სახელი ყოველთვის ღირსეულად ატაროს. 


"გვაჩვენე შენს ხმაში" მონაწილეობა მისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო გადაცემის "პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს" ბენდის წევრია. 


ლიზა ასევე მღერის "რეაქტივს ბენდშიც" და მისი მუსიკალური კარიერა საკმაოდ დატვირთულია. 
ახალგაზრდა მომღერალი საკუთარი თავის შესახებ "პრაიმ ტაიმს" ესაუბრა.

- ლიზა, რა ასაკიდან მღერით?
- ბავშვობიდან ვმღერი, ბასტი-ბუბუს სიმღერის "თუ თუ თუ"-ს დისკი გვქონდა და მაგას ვაყოლებდი ხმას, დედა მიხვდა რომ სიმღერის ნიჭი მქონდა და მიმიყვანა მასწავლებელთან. 
ჩემი პირველი პედაგოგი იყო ხათუნა ლეჟავა, შემდეგ ლალიკო ბერაძესთან გადავედი.

- ვისგან გამოგყვა სიმღერის ნიჭი?
- ბებიისგან, დედაჩემის დედისგან გამომყვა სიმღერის ნიჭი. ის სულ მღეროდა, მაგრამ დიდ სცენაზე არასოდეს გასულა. სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამ კუთხით გაჰყვა საკუთარ საქმიანობას. 
- მომღერლობა რა ასაკში გადაწყვიტე?
- 12 წლიდან მინდოდა დიდ სცენაზე დადგომა, მაგრამ სამწუხაროდ არცერთ ინსტრუმენტზე დაკვრა არ ვიცი, მაგრამ ვაპირებ ახლა ვისწავლო. ცოტა ხნის წინ იტალიაში ვიყავი დასასვენებლად, როცა ინტერნეტში ჩემი სიმღერა ნახეს "რეაქტივ ბენდის" წევრებმა და გასაუბრებაზე დამიბარეს. 
ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც, მაგრამ საქმე სხვანაირად არც გამოვა. 
- რას გვეტყვი ბაბუის ვიტალი დარასელიას შესახებ?
- ბაბუა ვტალი დარასელია 25 წლის ასაკში ავტოვარიაში დაიღუპა. იმხელა პატივს სცემენ დღემდე ბაბუას, მეც ბუნებრივად მაქვს აღებული ეს პასუხისმგებლობა. მე ვარ ოჯახის სარკე და ვცდილობ არაფერი შემეშალოს. სწორედ იმიტომ რომ ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ვარ და ჩემს უკან ოჯახი დგას, ამიტომ ჯერ ვფიქრობ და მერე ვაკეთებ. 
ჩემი პატარა ძმა ვიტო ბაბუის კვალს გაჰყვა და ფეხბურთელია. მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედა არის.
- გვიამბე დედის შესახებ, რომელიც ცნობილი მოდელი იყო...
- დედა მოდელი იყო, და აქტიური კარიერა ჰქონდა. გადაღებულია რეკლამებში და ფილმებში. 21 წლის ასაკში გამაჩინა და ჩემი მთავარი მეგობარი ის არის. ჩვენი ურთიერთობა იდეალური არის. დედა არის ჩემთვის პირველი დაქალი. ჩემს ცხოვრებაში რაღაც როცა ხდება პირველად დედამ იცის, ის არის ჩემი ყველაზე დიდი იმედი. მასთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ მინდა დიდ წარმატებას მივაღწიო, რომ დედამ იამაყოს ჩემით. 
დედაჩემი მეგობრობს ჩემს მეგობრებთანაც, ყოველთვის სწორ რჩევებს მაძლევს და ამართლებს. 
- შენი პირველი წარმატება იყო "გვაჩვენე შენი ხმა", სადაც ფსოქლოგის პერსონაჟი იყავი, გვიამბეთ ამის შესახებ...
- ჩემი პირველი გამოწვევა იყო "გვაჩვენე შენი ხმა", არ ვნერვიულობდი სცენაზე. ბებომ მითხრა სცენაზე როცა დადექი წითელი თვალები გქონდა და გადაიღალეო, იქ დიდხანს ვიდექი და ამიტომ დავიღალე. შესანიშნავი სტაფი მუშაობს ამ გადაცემაზე, რომელიც ბევრს შრომობს და გადაყოლილია თითოეულ მონაწილეზე. ამ გადაცემიდან მოვხვდი პაატას და ნიკას გადაცემაში. თავიდან ვფიქრობდი ნეტა როგორ შევეგუები ამ გარემოს მეთქი, მაგრამ დავმეგობრდით და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვერ იგრძნობ რომ აქ ვინმე ვინმეზე რამით მეტი არის, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. 
პაატასთან და ნიკასთან ერთად ბევრს ვიცინი, ცოტა ხნის წინ ერთად ვიყავით კონცერტზე და ძალიან გავერთეთ. ბევრი ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და ვიმხიარულეთ. 
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- შეყვარებული არ ვარ, ახლა მთლიანად კარიერაზე ვარ გადართული. 17 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად, მაგრამ ისე მოხდა რომ დავშორდით. ჩემი კარიერა ისეთია კაცი გვერდით უნდა დამიდგეს. ჩემი შეყვარებული კი გვერდით ვერ დამიდგა, ვისაუბრეთ და დავშორდით. მე რომ ახლა შეყვარებული მყავდეს, ის უნდა გავითვალისწინო, ამიტომ ახლა არავინ არ მჭირდება და კარიერულ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. არავინ არ მჭირდება, ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ, 
- სიმღერის გარდა, რას საქმიანობ? - ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ, ეს არჩევანი ჩემი კლასელის გამო მივიღე, რომელიც ჩაკეტილი გოგო იყო. სკოლის ბოლო ზარზე გადაწყდა რომ მე უნდა მემღერა, მე კი ამ გოგოს ვუთხარი ჩემთან ერთად უნდა იმღერო-მეთქი, რადგან თვითონ ამის გამბედაობა არ ჰქონდა. შინაგანად თუ არ გრძნობ ადამიანს და თქვენს შორის კომუნიკაცია არ შედგა, ისე ფსიქოლოგი ვერ გამოხვალ. ძალიან მიჭირს სწავლის და კარიერის შეთავსება, მაგრამ ვახერხებ. ფსიქოლოგია იმიტომ არ ამირჩევია რომ ამ კუთხით ვიმუშაო, ადამიანის ფსიქოლოგიის გასაგებად და საკუთარი ემოციების სწორად გამოხატვა.