მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - ნახეთ სად შეიზღუდა შემთხვევის გამო მოძრაობა

პოლიცია

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე "ოპელის" მარკის მოძრავ ავტომობილს ძრავაში ცეცხლი გაუჩნდა.

მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შემთხვევის გამო რუსთავი-გარდაბნის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.