ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო - ისრაელის საჰაერო ძალები კი, ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ

ისრაელი

ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თქვენ უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიებზე და იქ დარჩეთ შემდგომ შეტყობინებამდე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.