პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2022 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3 300 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა 930 მილიონი ლარით დაფინანსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, კარდიოქირურგია, გეგმური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ონკოლოგია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის იმუნიზაცია, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, მაღალტექნოლოგიური,დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.
სახელმწიფო აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობას, რათა პროგრამის რესურსით კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს მოსახლეობის მრავალმხრივი საჭიროებების მოცვა, სწორედ ამ მიზნით პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს ( 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).