მინის ტიხარი მე და ჩემს შვილს თავზე დაგვეფშვნა და სულ დაგვსერა... - მოქალაქეების შემაშფოთებელი მონათხობი უხარისხო შხაპ-კაბინაზე

დამტვრეული საშხაპე

ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია აბაზანაში შუშის შხაპ-კაბინის ან შუშის ტიხრის დამონტაჟება. უხარისხობის, არასწორი მონტაჟის ან ექსპლუატაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო, შუშა იმსხვრევა და ხშირად, ადამიანები ფიზიკურადაც ზარალდებიან.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში, ჯგუფ რემონტში წერს ქალბატონი და დეტალურად აღწერს, რა მოხდა. 

"ჩემთვის მტკივნეული თემა წამოიჭრა ჯგუფში და გადავწყვიტე, გამეზიარებინა ის საშინელი გამოცდილება, რაც სააბაზანოში უზარმაზარი შუშის ვიტრაჟის დამსხვრევისას მივიღე. ასევე მინდა გირჩიოთ, როგორ აირიდოთ ეს თავიდან.
ყველაზე პრესტიჟულ და გამოცდილ ქართულ კომპანიას შევუკვეთე ნაწრთობი მინის კარი გასაგორებელი მექანიზმით, საკმაოდ მაღალი ფასი გადავიხადე. დაამონტაჟეს და მითხრეს, რომ სრულად დარეგულირებული-შემოწმებული იყო.
ახალი გადასული ვიყავი სახლში და პატარა ბავშვთან ერთად შევედი საშხაპეში (დიდი, ოთახივით სივრცეა შხაპისთვის გამოყოფილი). საშხაპიდან გამოსვლა რომ მოვინდომე, კარი გაჭედილი იყო და აღარ იღებოდა. ცოტა ძალა რომ დავატანე, რომ გამეღო (მარტო ვიყავით სახლში და სხვა გზა არ მქონდა გამოსვლის), უზარმაზარი ვიტრაჟი თავზე დაგვეფშვნა მე და ჩემს შვილს და სულ დაგვსერა. ყველგან მინის ნამსხვრევები იყო, სისხლი
გვდიოდა და ვერც კი გამოვდიოდი, იმდენად ყველგან მინის ნამსხვრევები იყო. არცთუ ზედაპირული ჭრილობები მივიღეთ და ძალიან დიდი შიში, დღემდე არ ვგრძნობ თავს დაცულად მინის კარიან საშხაპეებში ბანაობისას.
კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა და ოპერატიულად დაამზადა ახალი მინა და დაამონტაჟა, მაგრამ იმ შიშს და საშინელ შეგრძნებას, რაც გამოვიარე, დიდხანს ვერ დავივიწყებ. კიდევ კარგი ბავშვი ძაან ცელქი და გამბედავი მყავს და არ შეშინებია დიდად, თორემ შეიძლება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა მიეღო. წაიკითხეთ სრულად