მეცნიერები ანტარქტიდის გარშემო ყინულის ფართობის შესახებ საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ

ანტრაქტიდა

მეცნიერების განცხადებით, ანტარქტიდის გარშემო ყინულის ფართობი მასზე დაკვირვების ისტორიაში, რომელიც 1970-იანი წლებიდან მიმდინარეობს, ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ქარის, თბილი ჰაერისა და წყლის გამო ყინულის ფართობი 1,91 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდეა შემცირებული.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ყინულის დნობის ტენდენცია, სავარაუდოდ, გამოწვეულია ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელის არსებობით და ატმოსფეროში სათბურის აირების დონის მომატებით.