მეტროს ესკალატორში ბავშვს ფეხი მოყვა

ესკალატორი

სადგურის მოედანზე, მეტროს ესკალატორში ბავშვს ფეხი მოყვა. როგორც სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, ინციდენტის დროს მყისიერად მოხდა ესკალატორის გაჩერება და მცირეწლოვანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი ესკალატორის გაუმართაობას არ უკავშირდება.