1746822051
მძიმე ავარია თელავში - მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - ავტომანქანა 8 წლის მოზარდს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავში, ალაზნის გამზირზე მოხდა.
მოზარდს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.