მძიმე ავარია ქობულეთში - დაღუპულია 19 წლის ახალგაზრდა

ავარია

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.