ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე ამერიკელებზე გაბრაზებულია და პირად საუბრებში კონკრეტულ პირებს, მათ შორის საელჩოს თანამშრომლებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს.
საქმე ეხება მის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე ამჟამად აშშ-ში იმყოფება. შარაშიძემ ეს განცხადება ერთ-ერთ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში გააკეთა, თუმცა რამდენიმე წუთში უწყებამ საზოგადოებას აცნობა, რომ მამუკა მდინარაძე საქართველოშია.
„გადამაგდეს, გამაბანძეს“, - წყაროს ინფორმაციით ამ ფრაზებს იმეორებდა გუშინ, მთელი დღის განმავლობაში შარაშიძე. როგორც აღვნიშნეთ, მის მიერ ტყუილის გავრცელებაში პოლიტიკოსი კონკრეტულ პირებს ადანაშაულებს და ამერიკის საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს.