1738740909
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა - შემთხვევა რუსთავში
რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა. ინფორმაციას ''ინფო რუსთავი'' ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა. როგორც ირკვევა, ერთმანეთს ჯერ ''ჰუნდაის'' და ''ტოიოტას'' მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, შემდეგ კი სავარაუდოდ, ''ტოიოტას'' მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. შუა ხნის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაიწყო გამოძიება.
ასევე ნახეთ:
ვინ და რატომ მოკლა თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი - მეტსახელად „ბაჯაღლოს“ კრიმინალური ისტორია
მითი თუ რეალობა? - თოჯინას რეალური ისტორია, რომელშიც დემონური სული ცხოვრობდა