პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს 7 წლის ბავშვზე ძალადობაში ამავე სკოლის მოსწავლის მშობელი ადანაშაულებს.
მშობელი ამბობს, რომ თავად ადევნებდა თვალს ბავშვზე ძალადობის ფაქტს, ჯერ მისი კლასელების შემდეგ კი კლასის დამრიგებლის მხრიდან.
7 წლის ბავშვს თავდაპირველად თანატოლები დაუპირისპირდნენ, ფიზიკური ძალადობის ფაქტი ბავშვის მშობელმა ფოტოზე აღბეჭდა.
„ბავშვებს შორის მოხდა უთანხმოება, კლასელებმა ჩემს შვილს ყელზე წაუჭირეს მავთული. ბავშვი ამბობდა, რომ იხრჩობოდა. ჩემს შვილს ვინც ყელზე მავთული წაუჭირა სახეში გაურტყამს, მასწავლებელი შეესწრო ამ ფაქტს და შემდეგ მანაც გაარტყა ჩემს შვილს სახეში ხელი. ეს ყველაფერი ვაცნობე დირექციას და შემდეგ რესურსცენტრს, მიმდინარეობს ახლა მოკვლევა. იცის სამინისტრომ, სანამ სამინისტრომდე არ მივიტანე ეს ამბავი, არანაირი რეაგირება არ იყო“, - ამბობს ბავშვის მშობელი.