რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე
1732507933
ჯიხანჯირში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.
მანამდე, ადგილობრივმა მოზარდის შესახებ ისაუბრა.
„მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, ცოცხალი იყოს, სხვა არაფერი მინდა. უკარგეს ბიჭს ვეძებთ. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, ძალიან კარგი ინტელიგენტი ოჯახის შვილია, ძალიან კარგი ბიჭი. ძალიან მძიმე დღეში ვართ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. იმედი გვაქვს, რომ ბავშვი ცოცხალი იქნება. ღამის 11 საათზე მოვარდა მეწყერი წუხელ.
ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი. ვინ ელოდა ამ საშინელებას. დედ-მამა და ოჯახის სხვა წევრები ძირითად სახლში იყვნენ ეტყობა. ვერც ოჯახს ვუკავშირდები, ის დამხმარე სახლი ჩაიტანა მეწყერმა.
იმედი მაქვს, ცოცხალი იქნება, იურა ანგელოზი ბავშვია. ღმერთო, ადგილს ვერ ვპოულობ, იქამდე მისვლასაც ვეღარ ვახერხებ. სამი ხიდი აქვს წყალს წაღებული. უმძიმესი სიტუაცია, ის მინდა, ბავშვი როგორმე ცოცხალი იპოვონ. მთელი სოფელი ეძებს", - გვითხრა ადგილობრივმა.
ასევე ნახეთ:
„ვაი, შენს დედას... რას ვხედავ ამას“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ
„მამათში, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი“ - სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვენ
ჯუმათში დაღუპული ბავშვი 15 წლისაა - დამატებითი დეტალები სტიქიის ზონიდან