„მამათში, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი“ - სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვენ

სტიქია

გურიაში, სოფელ მამათში დახმარება სჭირდებათ. როგორც სოციალურ ქსელში კატო მახარაშვილი წერს, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი.

„გურიაში, სოფელ მამათში გვჭირდება დახმარება. თუ ვინმეს გაქვთ ე.წ. ორხიდიანი მანქანის საკონტაქტო, გთხოვთ მომწეროთ.

ან თუ ვინმე ხართ ადგილზე მანდ და იცით რეალურად როგორი მდგომარეობაა. შეძლებს ორხიდიანი მანქანა გადასვლას? 571 15 28 28“ – წერს კატო მახარაშვილი.

ასევე ნახეთ:

ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად - ავთანდილ თალაკვაძე

მაშველებმა სოფელ სუფსიდან, უვნებლად გამოიყვანეს მრავალშვილიანი ოჯახი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები