„მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა“ - თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძა და დისშვილი ემსხვერპლნენ

თუშეთში დაღუპულები

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძა და დისშვილი ემსხვერპლნენ.

თუშეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი დაიღუპნენ.
შემთხვევა თუშეთის პირიქითა ხეობაში მოხდა.

სოფელ დართლოდან მიმავალი მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
დაღუპულებს მაშველებმა და ადგილობრივებმა სხვადასხვა ადგილას მიაკვლიეს.

ადგილობრივების თქმით, გზის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით საშიშია.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.გარდაცვლილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდან არიან და სოფელ ფარსმაში კაფეს ამუშავებდნენ.