მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა - თელავში ავარია მსხვერპლით დასრულდა

პოლიცია

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თელავის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, წუხელ მოხდა.

საკუთარი ავტომობილით მოძრავმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებმა, ვახტანგ მეზვრიშვილმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი ამჟამად, გურჯაანში, პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მეზვრიშვილი, ბოლო პერიოდში, გურჯაანში, ერთ- ერთ ღვინის ქარხანაში მუშაობდა.

მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.