კლუბის სახურავის ჩამონგრევისას, 236 ადამიანის დაღუპვის საქმეზე, დომინიკის რესპუბლიკის პროკურატურამ თავად კლუბის მფლობელი და-ძმა დააკავა

კლუბის სახურავი

დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოს კლუბში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე გამოძიებამ ახალი მოხსენება წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კლუბის მფლობელებმა უგულებელყვეს გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ ტრაგედია უნდა მომხდარიყო, რის გამოც კლუბის ჭერის ჩამონგრევას 236 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კლუბ Jet Set-ის მფლობელები, და-ძმა, ანტონიო და მარიბელ ესპალატები, პოლიციამ გასულ კვირას, ტრაგიკული შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ დააპატიმრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დომინიკის რესპუბლიკის პროკურორები ანტონიოს პრევენციულ პატიმრობას და მისი დის შინაპატიმრობას ითხოვენ.

ცნობისათვის, კლუბ Jet Set-ის სახურავის ჩამონგრევას 236 ადამიანი ემსხვერპლა და 150 დაშავდა