1744879827
ტრაგედიის ახალი დეტალები - სანტო-დომინგოს კლუბში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოს კლუბში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 150 ადამიანი, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინციდენტის დროს კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. დაახლოებით 400 მაშველი კვლავ აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
საგანგებო ოპერაციების ცენტრის (COE) დირექტორის, ხუან მანუელ მენდესის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ჩამონგრეული სახურავის ქვეშ მოყოლილთა უმეტესობა კვლავ ცოცხალია.
Jet Set სანტო-დომინგოში პოპულარული ღამის კლუბია, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს მუსიკოსებს. დამსწრეთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები.