ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
ტაბატაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„რა თქმა უნდა, განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე თურქეთის ეროვნულ კრებას. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. აღინიშნა, რომ სწორედ იმ დროს, როცა უსაფრთხოების გარემო მყიფეა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, რუმან ქურთულმუშის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი რუმან ქურთულმუშს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ჭყონია.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479
თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს
1750185079