ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება - რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა
1783712768
დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ ბინაში კუსტარული გაზის გამათბობელი თვითნებურად დაამონტაჟა.
არასწორი მონტაჟისა და ექსპლოატაციის შედეგად, ღუმელი აფეთქდა და მამაკაცი მძიმე დაზიანებებით, ჯერ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაზარალებულს სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.