1692302192
ვაკის რაიონში მიმდინარე წელს 117 ამორტიზებული ლიფტის განახლების პროექტი დაფინანსდა
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წლის დასაწყისიდან ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაციის 117 პროექტი დაფინანსდა. აქედან ამ დროისთვის, 107 ლიფტი უკვე განახლებულია, ხოლო 10 პროექტი ხორციელდება.
აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 4 789 938 ლარი გამოიყო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, პროგრამით დაფინანსებული სამუშაოებისას რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.
რა სიმპტომებით ხასიათდება შავი ჭირი
1791376260










