"კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა..." - თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

პოლიცია ლენტა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ცოტა ხნის წინ, თელავში. აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, ბავშვმა ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა.

გზაზე მიმავალი ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ბავშვს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „დაშავებული ჩვენს კლინიკაშია შემოყვანილი. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ღია მოტეხილობები არ ფიქსირდება, ბავშვს უტარდება დამატებითი კომპიუტერული კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.