2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული მკაფიო განაცხადი, რომელიც უკავშირდებოდა შესაძლო კორუფციას, იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისათვის, რომ მიგვეღწია კორუფციის აღმოფხვრისთვის, პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ დღეს და ხვალ რა კითხვაც არ უნდა დაისვას, ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

2023 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული, მკაფიო განაცხადი, რომელიც უკავშირდებოდა შესაძლო კორუფციას და იქიდან მოყოლებული, ხელისუფლებამ აქტიურად იმუშავა და მიიღო კონკრეტული ზომები კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიებას დრო სჭირდება.

„ჩვენ ახლა ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ არ დავუშვათ კორუფცია დღეს და ხვალ. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. მინდა, მოგიწოდოთ, დღეს და ხვალ თუ რამეს აღმოაჩენთ, მაშინვე აიმაღლეთ ხმა, მოგვმართეთ ჩვენ და გაგცემთ პასუხს. პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ დღეს და ხვალ რა კითხვაც არ უნდა დაისვას, ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს,“- განაცხადა პრემიერმა.