„კარგი მეგობარი და თავის საქმეზე შეყვარებული კაცი“ - დიმა ქააძე, დღეს მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია

დიმა ქააძე

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა. 43 წლის დიმა ქააძეს თბილისის საავიაციო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ახლობლები ამბობენ, რომ მან კვალიფიკაცია უკრაინაში აიმაღლა.

„როგორც ვიცი, უკრაინაში აიმაღლა კვალიფიკაცია. მისი ძმაც მფრინავია. საერთოდაც, ალვანიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაადგა ამ გზას. დიმა არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მეგობარი და თავის საქმეზე შეყვარებული კაცი იყო. 2013 წლამდე თავდაცვის სამინისტროშიც მუშაობდა. ალვანში მამიდა ჰყავს. უმძიმესი ამბავია, რა გითხრათ, არც ვიცი". - ამბობს ალვანში ერთ-ერთი ადგილობრივი.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს, გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის დროს, 2 პირი კლდო­ვან ფერ­დობ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მარ­თვა და­კარ­გა, ჩა­მო­ვარ­და და აფეთ­ქდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკიპაჟი 8 წევრისგან შედგებოდა, რომელთა შორის ოთხი პილოტი, ორი მაშველი და ორი მედიკოსი იყო. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 275- ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.