„უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი“ - ზაზა ლორია დღეს დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლია

ზაზა ლორია

„დღეს, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი შვეულფრენის პილოტი, ზაზა ლორიაა. ის 35 წელი იყო პილოტი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.  
დიდება გმირებს“.  - წერს სოციალურ ქსელში გვერდი - „სამხედრო ძალა“

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

ვრცელდება ბოლო ცნობები, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების შესახებაც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა - ერთი მძიმედ დაშავდა.