1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ლაგოდეხი- თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა.
ყველა მათგანი საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, უამინდობის გამო გაძნელებული ხილვადობა სახელდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ასევე ნახეთ:
სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
VIDEO: „3 შვილთან ერთად ვარ, ეზოში ვერ გავათენებთ...“ - სოფელ ხორეთიდან მოქალაქე დახმარებას ითხოვს