იტალიაში ქართველ ემიგრანტს მატარებელი დაეჯახა - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

ლიანდაგი

იტალიაში, სამგზავრო მატარებლის დაჯახებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. 

დაღუპულია 25 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით ოკუპირებული გალიდან იყო. 

იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა 5 აპრილს, რომი-პიზას სარკინიგზო ხაზზე მოხდა.

მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.