1779043929
ავარია გურჯაანში - არიან დაშავებულები
ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან. ოპელის მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ერთი მათ შორის, მეათე კლასის მოსწავლეა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირველადი სამედიცინო შეფასებით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო წინანდალი-ვაჩნაძიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე პოლიცია იმყოფება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიაში ბოლო ზარის კოლონის მანქანა ფიგურირებდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა, „ბოლო ზარის“ კოლონაში არ იყო.
უწყების ცნობითვე, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











