პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმად თანავუგრძნობ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
სტამბოლის ცენტრში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 81-ს აჭარბებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ პირი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია.
მისივე შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სირიის შტაბბინა მდებარეობს.