VIDEO: ვრცელდება სტამბოლში აფეთქების კადრები - რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ?

თრქეთი

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ მედია ახალ დეტალებს წერს - თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია,  რომ აფეთქდა ჩანთა, შემდეგ კი ადგილობრივმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთი ვერსიის შესახებ დაწერეს, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. სოციალურ ქსელში გავრცელდა სავარაუდო დამნაშავის ფოტოც - ის ქალია.

კადრები, რომელიც ისტიკლალის ქუჩიდან ვრცელდება, უმძიმესია.

სათვალთვალო და მობილური კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს აფეთქების მომენტი. ასევე აფეთქების შემდეგ არსებული მდგომარეობა, დაჭრილი და გარდაცვლილი ადამიანები.

აფეთქების შედეგად, მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი კი 53-ს აჭარბებს. მონაცემები ყოველ წუთიერად იცვლება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე 10-ობით სამაშველო, საპოლიციო, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.

ისტიკლალზე 2016 წელს მოხდა ტერაქტი, მაშინ 5 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. აფეთქება მოხდა ამავე წლის 10 დეკემბერს სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონშიც, „ვოდაფონ არენას“ სტადიონთან დანაღმული 2 ავტომობილი აფეთქდა, 44 გარდაიცვალა დაშავდა 166. ისევ 2016 წელი, 17 თებერვალს, თურქი სამხედროების ავტობუსის აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა 61 კი დაშავდა. ერთი თვის შემდეგ 13 მარტს ტერაქტი მოხდა ანკარაშიც, მაშინ 37 ადამიანი გარდაიცვალა.