გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ცნობილ ქართველი პოეტი, ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ავრცელებს მორიგ ლექსს, რომელსაც გარდაცვლილ შვილს უძღვნის.
„შენს მკერდზე,
შვილო, ჩემს ცრემლებს სძინავთ, ჰქრის,
და ღრუბლები საფლავს ნამავენ,
რა უსაშველოდ ცივია წვიმა –
რა უსაშველოდ ცივი სამარე…
შრიალებს ხშირი ვერხვების მწკრივი, ამოდის მთვარე, სრული ამჯერად,
შვილო!
შენში მე ვინახავ ტკივილს ყველა ტკივილის გადასარჩენად… და ჰგოდებს გული, და კვნესის გული,
საფლავის ქვათა მტანჯავს გოდება,
საწუთროს ფერით ვარ დანისლული – ეს თალხი ფერი არა მშორდება.
ვზივარ და ვუსმენ მშფოთვარ საფლავებს, აქ შიშველ ძვალთა ხმაური მესმის,
რას ვერჩი,
შვილო,
ან ქარს,
ან მთვარეს,
ან ეს წყეული რად მტანჯავს ლექსი. თენდება…
ქვებზე სისველე შეშრა,
შეწყდა წვიმა და, მთვარეც ჩავიდა, მივდივარ, შვილო, ახლა ამ შეშლას
აჰყევ და, აჰყვა ხმა საფლავიდან.
მივდივარ,
შვილო!