სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება მოსწავლის მიმართ - სკოლის ავტობუსის მძღოლს 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

sexdzaladoba

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყების თქმით, საუბარია 28 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე.

ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ "სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა."

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.," - ნათქვამია განცხადებაში.