გორში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

LENTI

გორის ცენტრში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სტალინის და ჭავჭავაძის კვეთაზე, შუქნიშანთან მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. მძღოლები კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.