7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მიანმარში - ძლიერი ბიძგები ბანგკოკშიც იგრძნობოდა

მიანმარში

მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრა 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა.

ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო, სადაც მოსახლეობა 1,2 მილიონს შეადგენს.

ტაილანდის გარდა, მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.

პეკინის მიწისძვრის სააგენტოს თქმით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,9 მაგნიტუდა იყო.

სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობების ფოტოები, თუმცა ოფიციალურად, ნგრევის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.