გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა

ავარია გვირაბში

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის აბები" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.