ნატოს სამიტი ჰააგაში დღეს ოფიციალურად გაიხსნება

nk

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ნატოს ორდღიანი სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნება.

ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე სამიტის მონაწილეებს ოფიციალურად ნატოს საჯარო ფორუმზე მიმართავს. მოგვიანებით ნატოს პლენარული ფორუმია დაგეგმილი, რომელიც თავდაცვის მრეწველობის საკითხებს შეეხება.

სამიტის პირველ დღეს მარკ რუტე უკრაინასა და ევროკავშირთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს. საღამოს დაგეგმილია ნატო-უკრაინის საბჭოს სამუშაო სადილი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ნატოს სამიტი 25 ივნისსაც გაგრძელდება. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნატოს გენმდივანი პრესკონფერენციას გამართავს.