პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, მთავრობას და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო. სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას. ამ უდიდესი კატასტროფის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.