NASA-მ დედამიწაზე კოსმოსიდან უცნაური ფენომენი დააფიქსირა
1768483620
ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე, ავტომობილი ბოძს შეეჯახა. ავარიის გამომწვევი ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„როგორ მეტკინა გული. რა დღეში არიან შენი მეგობრები, როგორ ძალიან ყვარებიხართ, ნათელში გამყოფოს უფალმა შალე“
„გასკდა გული, შალეე, როგორ მენანები, ჩვენო ბუნჩულა ბიჭო“,- წერენ სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ასევე დაშავებულია ერთი მგზავრი. მძღოლი დაკავებულია სამართალდამცველების მიერ და გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.