გადაკვალიფიცირდება თუ არა მუხლი 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება

ბაბუა

12 წლის გოგონა, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დიდი ალბათობით, არის უბედური შემთხვევა და ასფიქსია. შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიება შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ექსპერტიზის შედეგი სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი.

„საღამოს, 9 საათი იყო და ბავშვები სეირნობდნენ. ერთი სახლში ამოვიდა, მეორე ეს საწყალი ახლავე ამოვალო, ჩიფსს ჭამდა. 9-იდან 9:30-მდე გაწყდა კონტაქტი, შემდეგ უკვე ძებნა მიდიოდა. რომ ატყდა ყვირილი ვიპოვეთო, ცოცხალი გვეგონა, გაგუდულია , ასფიქსიაა... ცოტა ჩალურჯებაა ყელთან, დუჟი პირში და შემოხეული კაბა. ჩვენ ვთვლით. რომ ადგილზე რაღაც მოხდა... “, - აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.