უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მობილური ტელეფონი ნაპოვნია.
ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.
„სკოლაში იყო, ეტყობა, ემზადებოდა მასწავლებელთან უნდა მისულიყო. ეტყობა, რომ არ მივიდა მასწავლებელთან, მშობელს დაურეკა, რატომ არ მოვიდა ბავშვიო. მერე დაუწყეს ბავშვს ძებნა. სადაც იყო ცხედარი, იქვე იყო ის ტელეფონიც...“, - ამბობს ადგილობრივი.
გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მოზარდს საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.