ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
"ფაქტები, საბოლოო ჯამში, იზომება შედეგებით, თუ რა შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც გვაქვს გარშემო კონფლიქტები", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.
შლვა პაპუაშვილი პასუხობს კითხვას იმასთან დაკავშირებით, შესაძლოა თუ არა, ბოლო დროს განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა, მათ შორის სუს-ში, ქვეყნის უსაფრთხოების თავლსაზირით, არასტაბილურობის განცდა გააჩინოს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფაქტები მეტყველებს იმაზე, თუ რა შედეგები აქვს საქართველოს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.
მისი თქმით, ხელმძღვანელების შეცვლის მიუხედავად, შედეგები კვლავ არის სათანადო დონეზე - იქნება ეს უსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება თუ ეკონომიკური უსაფრთხოება.
"განცდები შეიძლება ბევრი გააჩინოს, მაგრამ მთავარი არის ფაქტები და ფაქტები საბოლოო ჯამში, იზომება შედეგებით, თუ რა შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც გვაქვს ჩვენს გარშემო კონფლიქტები. შეიძლება ჩვენთან პირდაპირ მიმართებაში არ არის, მაგრამ არასტაბილური გარემო ჩვენს გარშემო ამ საფრთხის ეპიცენტრში გაქცევს, მაშინ, როდესაც გვაქვს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიები და იქიდან მომავალი საფრთხეები, მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, მათ შორის, დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთ მავნე ქმედებებს და ქცევებს, მაგალითად, ჩვენს არჩევნებში ჩარევას და ა.შ.
ყველა ამ გამოწვევის ფონზე საქართველო გაუმკლავდა ყველა მათგანს და ჩვენ, არა თუ უსაფრთხოების მხრივ რაიმე, ასე ვთქვათ, ხარვეზი ან პრობლემა არ გვაქვს, მთელი ამ ომების განმავლობაში და კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას ამ სურათს, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ სოცმედიაში ძალიან პოპულარული იყო - თვითმფრინავების ფრენის მარშრუტები, რომელიც მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში კვლავ ახალი კონფლიქტი გაღვივდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს გარშემო ჩრდილოეთით ცარიელი ცაა, ვინაიდან რუსეთის თავზე უკვე შიდა ფრენები თუ არის, თორემ ისე აღარ არის დატვირთული მარშრუტებით, ჩვენს სამხრეთით ცარიელი ცაა სწორედ ამ კონფლიქტის გამო და საქართველო, რომლის აბრეშუმის გზა ახლა უკვე ცაზეც გადის და დავინახეთ ზუსტად, რა არის უპირატესობა მშვიდობის და რა არის ფასი ომის. ზუსტად ამ რუკაზე ჩანს, თუ დავხედავთ ჩვენ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, ზუსტად პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის და ეს ყველაფერი ავირიდეთ, მიუხედავად იმისა, მათ შორის, რომ შეიძლება ხელმძღვანელობაში ცვლილება ყოფილიყო უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვა.
მთავარი რაც არის, მმართველი გუნდი დგას სწორ პრინციპებზე და სწორი საზომი აქვს აღებული გადაწყვეტილებებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა და ასე აწონვა ნებისმიერი გადაწყვეტილების და მეორე, ეს არის ინსტიტუციური მდგრადობა და სწორედ ის, რომ ხელმძღვანელების შეცვლის მიუხედავად, შედეგები კვლავ არის სათანადო დონეზე - იქნება ეს უსაფრთხოება, პოლიტიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოება, აჩვენებს იმას, რომ ეს სისტემა არის მდგრადი და მუშაობს იმ, ასე ვთქვათ, გარკვეული ფორმულით, რომლითაც ინსტიტუციამ უნდა იმოქმედოს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.