9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
ლანჩხუთის ადგილობრივი გამოცემა „გურია თუდეი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ წერს.
ლანჩხუთს ღიმილიანი, კეთილი ბიჭი აღარ ჰყავს...
„ილო იყო საუკეთესო ადამიანი, რომელიც ძალიან ნაადრევად წავიდა ამ წუთისოფლიდან, აქ კი დატოვა უსაზღვროდ ბევრი სიყვარული. ვერაფერს წაიღებ იქვეყნად ამაზე დიდი დანატოვარის გარდა! უამრავი სიკეთე მახსოვს და ის გულწრფელობა, რაც ძალიან იშვიათია.
ამ სურათზე ეწერა "ძალა ერთობაშია!" და ნამდვილად ასეა, ეს ტკივილი ერთად უნდა ვაქციოთ სიძლიერედ, სანამ იმქვეყნად ერთმანეთს შევხვდებით! მისი გული და სიკეთე თითოეულს გვახსოვს! ილო, მუდამ ჩვენს გულში იქნები!" - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი მარიამ ცქვიტინიძე.
ასევე ნახეთ:
„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს...“ - რას წერს მანანა თოქმაჯიშვილი